ზოგადი შესავალი
აღნიშნული მომსახურების წესები არეგულირებს თქვენს მიერ ჩვენი ვებგვერდის გამოყენებას, რომელიც განთავსებულია მისამართზე: www.chirinashop.ge ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს სერვისის გამოყენებას და განმარტებას ინფორმაციის მოპოვების, დაცვისა და გაცემის შესახებ, რომელსაც ვიღებთ თქვენს მიერ ჩვენი ვებგვერდის გამოყენების შედეგად. ორმხრივი შეთანხმება მოიცავს აღნიშნულ წესებს, პირობებს და კონფიდენციალური პოლიტიკის დაცვას. თქვენ აცნობიერებთ, რომ წაიკითხეთ, გესმით შეთანხმებები და მას ეთანხმებით.
კომუნიკაცია
ჩვენი სერვისის გამოყენებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღოთ შეტყობინებები სიახლეების, მარკეტინგული, სარეკლამო მასალების ან სხვა ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც ჩვენგან იქნება გამოგზავნილი. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ უარი თქვათ აღნიშნული ინფორმაციის მიღებაზე. გამოწერის გაუქმების თაობაზე უნდა მოგვმართოთ ელექტონულ ფოსტაზე: info@chirinashop.ge
პროდუქტის შეძენა
პროდუქტის შესაძენად საჭიროა შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის არა მხოლოდ საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი, თქვენი ბარათის ვადის გასვლის თარიღი, რეგისტრაციის მისამართი და პროდუქტის მიწოდებისთვის საჭირო ინფორმაცია. თქვენ გარანტიას იძლევით, რომ გაქვთ იურიდიული უფლება გამოიყენოთ ბარათი ან გადახდის სხვა მეთოდი შენაძენთან დაკავშირებით და რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი და სრულყოფილი.
გადახდისა და შესყიდვების განხორციელებისათვის, შესაძლოა ჩვენი მხრიდან საჭირო გახდეს მესამე მხარის სერვისის გამოყენება. თქვენი ინფორმაციის მიწოდებით, გვაძლევთ უფლებას, მონაცემები გადავცეთ მესამე მხარეს, რომელიც ექვემდებარება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას - ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა გარკვეული მიზეზების გამო. მათ შორის, მაგრამ არა მარტო: პროდუქტის ხელმისაწვდომობა; პროდუქტის აღწერილობაში ან ფასში შეცდომების არსებობა, შეცდომები თქვენს შეკვეთაში ან სხვა მიზეზები. ამასთან, ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა თაღლითობის ან უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
შეკვეთის გაუქმება /თანხის დაბრუნება/
შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია შეკვეთის განთავსებიდან 12 საათში. თანხის დაბრუნება ხორციელდება შეკვეთის განხორციელების თავდაპირველი თარიღიდან 5 დღის ფარგლებში.
პროდუქტის დაბრუნება და თანხის უკან მიღება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: თუ უშუალოდ ნედლეულზე შეიმჩნევა აშკარა ვიზუალური ფაქტორები, რომელიც პროდუქტს საკვებად გამოუყენებელს აქცევს; შეფუთვის აშკარა დაზიანების შემთხვევაში.
ვებ-გვერდის შემადგენლობის /კონტენტის/ გამოყენების აკრძალვა
ნებისმიერი ვიზუალური და ტექსტური მასალა, რომელიც განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე, წარმოადგენს ჩვენს საკუთრებას. თქვენ არ გაქვთ უფლება გაავრცელოთ, შეცვალოთ, გადაუგზავნოთ, გადმოწეროთ, დააკოპიროთ ან გამოიყენოთ აღნიშნული კონტენტი სრულად ან ნაწილობრივ პირადი კომერციული მიზნებისთვის ან წინასწარ წერილობითი ნებართვის მიღების გარეშე.
ანგარიშები
როდესაც ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენ ქმნით ანგარიშს, ამით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი და სრულყოფილია. არასწორმა, არასრულმა ან მოძველებულმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის დაუყოვნებლივი გაუქმება.
თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშის და პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე. თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას თქვენს ანგარიშთან ან/და პაროლთან დაკავშირებულ ნებისმიერ ქმედებაზე. თქვენი ინფორმაციას უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში, უნდა გვაცნობოთ დაუყოვნებლივ.
ვიტოვებთ უფლებას - ჩვენი შეხედულებისამებრ, უარი ვთქვათ მომსახურებაზე, ამოვიღოთ ან შევცვალოთ შინაარსი, ან შევაჩეროთ შეკვეთები.
რაიმე მიზეზის გამო, ჩვენი შეხედულებისამებრ, შეგვიძლია შევწყვიტოთ ან შევაჩეროთ თქვენი ანგარიში, ასევე სერვისზე წვდომა დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინების ან პასუხისმგებლობის გარეშე. მათ შორის, არა მხოლოდ პირობების დარღვევის შემთხვევაში.
თუ თქვენ გსურთ ანგარიშის შეწყვეტა, შეგიძლიათ, უბრალოდ შეწყვიტოთ მისი გამოყენება.
მარეგულირებელი კანონი
წესები და პირობები რეგულირდება და ინტერპრეტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი მარეგულირებელი კანონის ფარგებში, მასთან კონფლიქტში მყოფი დებულებების გათვალისწინების გარეშე.
ჩვენს მიერ ამ პირობების რაიმე უფლების ან დებულებების შეუსრულებლობა, არ განიხილება ამ უფლებების უგულვებელყოფად. თუ ამ პირობების რომელიმე დებულება სასამართლოს მიერ ბათილად ან კანონიერი ძალის არმქონედ ჩაითვლება, ამ პირობების დარჩენილი დებულებები რჩება მოქმედად.
ცვლილებები სერვისში
ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს მომსახურებაში, ჩვენი შეხედულებისამებრ. პერიოდულად შეიძლება შევზღუდოთ წვდომა მომსახურების ზოგიერთი ნაწილზე ან მთლიან სერვისზე, მომხმარებლებზე, მათ შორის რეგისტრირებულ მომხმარებლებზე.