250 გრ.
არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატს. გამშრალი და შენახულია სპეციალურ აპარატურაში, ყველა სტანდარტის დაცვით.
ნესვის ჩირი არის უმაღლესი ხარისხის გამომშრალი ნატურალური პროდუქტი, აქვს სასიამოვნო გემო და განუმეორებელი არომატი.
ნესვის ჩირის შემადგენლობაში შედის: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები: A, B, C; მიკრო და მაკროელემენტები: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია და ა.შ. მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის. ის გავლენას ახდენს ემოციურ ჯანმრთელობაზე და ეხმარება შფოთვის ზოგიერთ ფორმასთან ბრძოლაშიც კი. ამცირებს სტრესის ჰორმონების გამომუშავებას, რაც უზრუნველყოფს შინაგანი ჰარმონიის მდგომარეობას.
კვებითი ღირებულება 100 გრ. პროდუქტზე: ცილა 0,7 გრ; ცხიმი 0,1 გრ; ნახშირწყლები 82,2 გრ. კალორიული შემცველობა: 341 კკალ.
პროდუქტი ინახება მშრალ და გრილ, ჭარბი სინათლისა და სიცხისგან დაცულ ადგილას. მოათავსეთ დახურულ ჭურჭელში.