წონა: 1 კგ
ნატურალური პროდუქტი. საფუტკრე მდებარეობს კახეთში, მდინარე ალაზნის პირას, სადაც ხარობს ნუში, გლედიცია, კუნელი, ცაცხვი და მინდვრის ყვავილები. თაფლს აქვს მუქი შეფერილობა.
თაფლის შემადგენლობაში შედის მრავალრიცხოვანი ფერმენტები, მიკროელემენტები, ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები. იგი შეიცავს მრავალფეროვან ორგანულ და არაორგანულ მჟავებს - მარილმჟავას, ფოსფორის, ვაშლის, ღვინის ტიპის მჟავებს. თაფლი მდიდარია ისეთი მიკროელემენტებით, როგორიცაა: ნიკელი, რკინა, კალციუმი, სპილენძი, მაგნიუმი, ვერცხლი და ა.შ.
ადამიანის ორგანიზმის მიერ თაფლის ათვისება ხდება სრულიად. თაფლის სამკურნალო თვისებებს განაპირობებს მის შემადგენლობაზე დაფუძნებული მრავალრიცხოვანი სამდიცინო-ბიოლოგიური: ანტიბაქტერიალური, ანტიანთებითი, ამუნომასტიმულირებელი და ა.შ თვისებები.
თაფლით მკურნალობენ თირკმლების, ღვიძლის, გულის, ფილტვების, ტუბერკულოზის დაავადებებს, აგრეთვე ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა პათოლოგიებს.