წონა - 100 გრ
ქართული პროდუქტი, მოყვანილია კახეთის რეგიონში
ნუშის შემადგენლობაშია კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი. მასში არის В ჯგუფის ბევრი ვიტამინი – В1, В2, В3, В5, В6, В9, ასევე ტოკოფეროლი (Е ვიტამინი). ნუში შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებს, უჯერ ცხიმებს, ამინომჟავებს, მინერალურ ნივთიერებებს, მცენარეულ ფლავონოიდებს.
ნერვული სისტემისა და თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ექიმები ადამიანებს ნუშის ყოველდღიურ მიღებას ურჩევენ (დაახლოებით 15 ცალი). 50-ს გადაცილებული ადამიანებისთვის ის განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან იცავს ჭკუასუსტობისა და ალცჰაიმერის დაავადებისგან. ნუშში შემავალი მცენარეული ანტიოქსიდანტები აწესრიგებს ძილს, ადამიანს შველის სიბერის დროს უძილობისა და სეზონური დეპრესიის დროს.
ცხიმოვანი მჟავები ორგანიზმს სისხლში ჭარბი რაოდენობით გლუკოზის მიღებისგან იცავს. აქედან გამომდინარე, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის ნუში სასარგებლოა. ის დადებით გავლენას ახდენს მიკროცირკულაციაზე და იმუნიტეტზე. ნუში სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.
ნუში შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილზე, ისე, რომ მზის სხივები არ მოხვდეს. არ უყვარს სხვა თხილეული, ამიტომ აჯობებს, თუ ცალკე შეინახავთ.
ნუშის კალორიულობაა დაახლოებით 600 კ/კალორია 100 გრამ პროდუქტზე.