300 გრ.
არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატს. გამშრალი და შენახულია სპეციალურ აპარატურაში, ყველა სტანდარტის დაცვით.
ხურმის ჩირს მატონიზირებელი თვისებები აქვს, აუმჯობესებს მადას, ამაღლებს შრომისუნარიანობას. ათეროსკლეროზთან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან ბრძოლაში ვაშლს უკან იტოვებს. ხურმა მნიშვნელოვნად მეტ ანტიოქსიდანტებს შეიცავს. მართალია, სპილენძი და თუთია ვაშლში უფრო მეტია, ხურმა პირველობას არ უთმობს ნატრიუმის, კალიუმის, მაგნიუმისა, კალციუმისა და რკინის შემცველობით. ნახშირწყლების მხრივ ის არ ჩამოუვარდება ყურძენსა და ლეღვს, ხოლო ცილების შემცველობით კვერცხსაც არ უდებს ტოლს.
ხურმას დიდი საკვები ღირებულება გააჩნია და ეს უმთავრესად – გლუკოზისა და საქაროზის შემცველობის წყალობით. მის შემდგენლობაში შედის ვიტამინი С, პროვიტამინი А (ბეტა–კაროტინი), С, РР, Е ვიტამინები, ვაშლისა და ლიმონის მჟავა, ბევრი რკინა, კალციუმი, სპილენძი, მანგანუმი და კალიუმი.
ხურმის ჩირი დაბალკალორიული პროდუქტია. 100 გრამი საშუალოდ 66 კილოკალორიას შეიცავს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ტკბილია, როგორც დაბალკალორიული ხილი, წონაში დაკლების მსურველთა დიეტური პროდუტების ჩამონათვალშია.